მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საოჯახო მარანი „ოდა“ ფართოვდება - საწყისი ინვესტიცია 50 000 ლარია

630f5347c253d
ალა ისპირიანი
31.08.22 22:25
649
საოჯახო მარანი „ოდა“, სადაც ორგანული ვენახებიდან ნატურალურ ღვინოს აწარმოებენ, გაფართოებას გეგმავს.

როგორც Bm.ge-სთან მარნის დამფუძნებელმა ქეთო ნინიძემ თქვა, კომპანია მეორე მარნის გაკეთებას გეგმავს, რისთვისაც საწყისი ინვესტიცია 50 000 ლარი იქნება.

„მეორე მარანს კვლავ სამეგრელოში ვაკეთებთ, რომელიც ორიენტირებული იქნება სამეგრელოს, გურიის, აჭარა-აფხაზეთის, რაჭა-ლეჩხუმის იშვიათი ჯიშების ვენახების გაშენებაზე და აქედან ღვინოების დაყენებაზე. მიწის გარკვეული ნაწილიც შეძენილიც გვაქვს და ამ შემთხვევაში შედარებით დიდი წარმოება გვექნება.

პირველ ქვევრებს წელს ჩავყრით და მომავალ წელს ვენახების გაშენებას ვაპირებთ. ვენახის გაშენებას წელს ვაპირებდით, მაგრამ საშინელი კლიმატური პირობების გამო სანერგეში ნერგები გაუფუჭდათ და შევფერხდით“, - ამბობს იგი და დასძენს, რომ აღნიშნული პროექტის საწყისი ინვესტიცია 50 000 ლარია და წარმოება ძირითადად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

ცნობისთვის: საოჯახო მარანში „ოდა“ ამ ეტაპზე 700 ბოთლამდე ნატურალურ ღვინოს აწარმოებენ, საიდანაც 90% ექსპორტზე გააქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები