მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის გადასახადის პროექტში ცვლილება შევიდა

5ce431d2c7829
დავით ჯალაღონია
22.05.19 14:30
1524
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას ინფორმაციით, სემეკი საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის გადასახადის დარიცხვის ახალ სისტემაზე მუშაობას განაგრძობს.

მისი განმარტებით, სემეკის მიერ აქამდე წარმოდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა.

"ეს შეეხო მოხმარებული სასმელი წყლის მოცულობას, რომელზეც საყოფაცხოვრებო ტარიფი ვრცელდება და ძალიან მალე დავუბრუნდებით ამ განხილვას. ამ ცვლილებას წინ უსწრებდა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა კომპანიებისგან, რათა დავრწმუნებულვიყავით, რომ 20 კუბური მეტრი, რაც თავდაპირველ რედაქციაში იყო, ეს ის მოცულობაა, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზანს უზრუნველყოფს და ეს მოცულობა 25 კუბურ მეტრამდე გავზარდეთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ირინა მილორავამ.

შეგახსენებთ, რომ საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის გადასახადის დარიცხვის ახალი სისტემის პროექტი სემეკმა კერძო სექტორს მიმდინარე წლის დასაწყისში შესთავაზა.

მისი მთავარი იდეა არის ის, რომ ზღვრულ მოცულობაზე მეტი მოხმარებული წყლისთვის (განახლებული პროექტით ეს 25 კუბური მეტრია), საოჯახო სასტუმრო კომერციულ ტარიფს გადაიხდის, მასზე ნაკლები მოცულობა კი, საყოფაცხოვრებო ტარიფით აღირიცხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები