მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საოჯახო სასტუმროებზე შერეული ტარიფები ბუნებრივი გაზის სექტორშიც გავრცელდება

5c3dc2a9a59fb
დათო ჯალაღონია
15.01.19 16:15
811
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საოჯახო სასტუმროებისთვის დარიცხვის ახალი სისტემის დანერგვას, წყალმომარაგების შემდეგ, ბუნებრივი გაზის სექტორშიც გეგმავს.

როგორც BM.GE-ის სემეკ-ის წევრმა გიორგი ფანგანმა განუცხადა, ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა კომისიამ საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის მომხარების შერეულ სატარიფო სისტემაზე მუშაობისას დაინახა.

სემეკ-ის წევრის განმარტებით, იმ ობიექტებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით საოჯახო სასტუმროებად რეგისტრირებულები არიან, დღეს ბუნებრივი გაზის კომერციული ტარიფის გადახდა უწევთ.

„ჩვენი მიზანია, რომ ეს არ გადაიხადონ, სრული დატვირთვით მაინც და მხოლოდ მაშინ მოხდეს კომერციული გაზის ტარიფის გამოყენება, როცა იქ რეალურად არასაყოფაცხოვრებო საქმიანობა ხდება. დღეს ბუნებრივი გაზის სექტორში არასაყოფაცხოვრებო მხარე მთლინად დერეგულირებულია და კომპაიები თვითონ უყენებენ ტარიფს. ჯერ სასმელ წყალზე დავასრულებთ მუშაობას, თუმცა რასაც ამ მხრივ გავაკეთებთ, დაგროვილი გამოცდილება გამოგვადგება“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.
მისი ინფორმაციით, საოჯახო სასტუმროებში ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის ე.წ ჰიბრიდული დარიცხვის სისტემა სემეკ-ს სავარაუდოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მზად ექნება.

როგორც გიორგი ფანგანი განმარტავს, გადასახადის შერეული მოდელი საოჯახო სასტუმროებს ბუნებრივი გაზის მოხმარების საშუალებას კომერციულ ტარიფზე გაცილებით შეღავათიან ფასად მისცემს.

რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის სექტორს, აქ მსგავსი ცვლილებები არ იგეგმება.

„ელექტროენერგიას ეს მიდგომა ჯერ-ჯერობით ვერ შეეხება, რადგან საფეხურებრივი ტარიფი მოქმედებს. შესაბამისად, სხვანაირი მოდელის ადმინისტრირება შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები