მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ ინოვაციური ბიზნესების ხელშეწყობისთვის "სტარტაპ საქართველო" შეხვედრებს განაგრძობს

5da8878cf1823
BM.GE
17.10.19 19:23
961
"საპარტნიორო ფონდი", "სტარტაპ საქართველო" და USAID-Zrda ერთობლივი პროექტის - "ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში" გაცნობის მიზნით, რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ინოვაციური ბიზნესის დაფინანსების მოდელის პრეზენტაცია დღეს პერევში შედგა.

პრეზენტაციას საჩხერის რაიონის მოსახლეობა, სტუდენტები, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, USAID Zrda-ს, "საპარტნიორო ფონდის", "სტარტაპ საქართველოს", ბიზნეს წრეების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.  

ღონისძიების მონაწილეებს პროექტის შეახებ დეტალური ინფორმაცია "სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა გიორგი ლომიძემ და USAID Zrda-ს  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სპეციალისტმა საბა სარიშვილმა მიაწოდეს.

"ჩვენ უკვე შევხვდით შიდა ქართლის მოსახლეობას, პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს ბუნებრივია, რადგან გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები ადგილობრივების დამაგრებას, მათი შემოსავლების ზრდას, ეკონომიკურ აქტივობას, დასაქმებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სოფლის გაძლიერებასა და რეგიონის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს", - განაცხადა გიორგი ლომიძემ.

"საპარტნიორო ფონდისა" და "USAID Zrda"-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი) მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს "საპარტნიორო ფონდის" შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" განახორციელებს. USAID-Zrda-ს მიერ გამოყოფილი გრანტი პროექტის ფარგლებში ჯამურად 500 000 აშშ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტის ფარგლებში სახელწოდებით, გრანტის სახით 500 000 აშშ დოლარს გამოჰყოფს, რომლითაც "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულები დაფინანსდებიან.

როგორც "საპარტნიორო ფონდში" განმარტავენ, დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე 106 სოფელში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ, რაც საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.

პროექტ "სტარტაპ საქართველოს" მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, USAID Zrda, "საპარტნიორო ფონდისგან" მიღებულ დაფინანსებას გრანტით უზრუნველყოფს. ბენეფიციარს მოეთხოვება მინიმალური ფულადი თანამონაწილეობა მხოლოდ 10%-ის ოდენობით, დარჩენილ 90%-ს "სტარტაპ საქართველო" შეღავათიანი გრძელვადიანი სესხით დააფინანსებს, ხოლო USAID-Zrda-ს ბენეფიციარს ჯამურ თანხას გაუორმაგებს.  

სტარტაპერებისთვის "საპარტნიორო ფონდისა" და USAID Zrda-ს ერთობლივ პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება "სტარტაპ საქართველოს" ოფიციალურ ვებგვერდზე (www.startup.gov.ge) უკვე შესაძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები