მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SAP Discovery Day - საერთაშორისო ტექნოლოგიური ბრენდის ღონისძიება Soft Motion-ის მხარდაჭერით გაიმართა

თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება SAP Discovery Day გაიმართა. ღონისძიება პანდემიის შემდეგ საქართველოში პირველად ჩატარდა. მისი მიზანი იყო რეგიონის ქვეყნებისთვის, პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, გერმანული კომპანიის SAP-ისა და მისი პროდუქტების შესახებ ცნობადობის ამაღლება, ასევე ბიზნესისთვის გამოცდილებების გაზიარება. ღონისძიების მხარდამჭერი და მთავარი წარმდგენი Soft Motion საქართველოში SAP-ის ოქროს პარტნიორია. Soft Motion-ისა და მისი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოში SAP-ის პროდუქტების ეფექტიანობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს. Soft Motion ქართულ ბაზარზე ერთადერთი კომპანიაა, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი, სერტიფიცირებული კადრებით და აქვს შესაძლებლობა, მართოს სრული ციკლი - პროდუქტის შერჩევა, შეძენა, ლიცენზიის მოპოვება, დანერგვა და მხარდაჭერა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები