თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე თბილისის მერმა ქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც უმეტესწილად პარკირებასა და სატრანსპორტო საკითხებს შეეხებოდა. მისი თქმით, არსებული სიტუაცია ქაოტურია და მერია მის დარეგულირებას ცდილობს.
„სატრანსპორტო კომპანიას დაევალა, რომ განეხორციელებინა დაჯარიმება. რა თქმა უნდა, გამოიწერა ჯარიმები. თუმცა, როგორც ჩანს ჯარიმები არის საკმაოდ დაბალი. თუ არ ვცდები, 10 ლარი და ეს ადამიანები ისევ აგრძელებენ [პარკინგებზე] თავიანთ საქმიანობას“, - აცხადებს კახა კალაძე.
თბილისის მერის თქმით, პარკინგთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება ჯარიმების გაზრდითაა შესაძლებელი.
„მინდა ბატონ ხმალაძეს დავავალო დაიწყეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომ მოხდეს ჯარიმის ოდენობის გაზრდა, გამკაცრება. იმისათვის, რომ [ჯარიმებმა] შედეგი გამოიღოს“, - ამბობს კახა კალაძე.

























