მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარლამენტო უმრავლესობა ქართველი მოსამართლეების მიმართ სანქციების მოხსნას მოითხოვს

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობა ქართველი მოსამართლეების მიმართ სანქციების მოხსნას მოითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე ამბობს, რომ აღნიშნული მოსამართლეების წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება არ არსებობს.

"საპარლამენო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, აშშ-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს, დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც აშშ-ის მხრიდან დაუწესდათ ქართველ მოსამართლეებს, მოეხსნათ. ამ დრომდე არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არათუ მის საფუძველზე. ასევე, მიგვაჩნია, ის, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქცირებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც „ენჯეო“ სექტორის რიგი წარმომადგენლები მიმართავენ. არათუ მტკიცებულება ვიხილეთ, არამედ საპირისპირო მტკიცებულების სახით მივიღეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება და ასევე იმ ცნობილ ფაქტთან ერთად, როცა ვიხილეთ ოთხი მოსამართლის, ამის შემდეგ პრაქტიკულად სანქცია დაედო ლაშა ჩხიკვაძეს, რომელსაც სავიზო შეზღუდვა დაუწესეს და მას არ ეძლევა საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, ამ მოსამართლეებს მოეხსნათ სანქციები. ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში სტრასბურგმა დაადასტურა, რომ მის მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა იყო და დღეს ყველას, ვინც ამაში ირიბი მხარდაჭერაც კი დააფიქსირა, ბოდიში აქვს მოსახდელი. თუ რაიმე შეიძლება, ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდეს, ეს არის უსამართლო დასანქცირება. კატეგორიულები ვართ ამ მოთხოვნაში, რომ ამ ადამიანებს მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენ მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირება“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები 2023 წლის 5 აპრილს დაუწესა. ნათქვამი იყო, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები