2019 წელს საპარტნიორო ფონდი რეგიონებში 10-მდე სასტუმროს პროექტების თანადაფინანსებას განიხილავს.
ამის შესახებ bm.ge-ის ფონდის აღმასრლებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა განუცხადა.
გიორგი დანელიას ინფორმაციით, საუბარია 3-5-ვარსკვლავიან - როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ სასტუმროებზე.
„საკმაოდ მსხვილი პროექტები გვაქვს დაგეგმილი მომავალ წელს. ეს არის სასტუმროები, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ ვსაუბრობთ სასტუმროებზე ბაკურიანში, გუდაურში, ფასანაურში და საქართველოს სხვა რეგიონებში. თანხებზე ცოტა რთული იქნება საუბარი, რადგან პროექტის დაზუსტების ეტაპზე ვართ, მაგრამ ჯამში ,ალბათ 10-მდე პროექტი გვექნება კიდევ განხილვაში მომავალი წლისთვის. ჩვენთან ინვესტორები მოდიან თანადაფინანსებით, ფონდი კი, მათ ეხმარება ინვესტიციის ნაწილში. ჩვენ შეგვიძლია კაპიტალის 49% დავაფინანსოთ. აქტიური ინტერესია როგორც - ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან“, -აცხადებს გიორგი დანელია.

























