მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპარტნიორო ფონდი "ბორჯომი ლიკანს" "ყაზმუნაი გაზისგან" გამოისყიდის

5abdc43baab89
თელარა გელანტია
30.03.18 09:30
1555
საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანს“ „ყაზმუნაი გაზისგან“ გამოისყიდის", - ამის შესახებ BM.ge-ის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა.

„როგორც ცნობილია, ამჟამად 50% არის საპარტნირო ფონდის, მეორე 50% კი - ყაზმუნაი გაზის“. ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა აქტივი გაყიდოს. მათ ჩვენ შემოგვთავაზეს სასტუმროს 50%-ის შეძენა, რადგან პირველი შეთავაზების უფლება საპარტნიორო ფონდს აქვს და შეთავაზებას დავთანხმდით. გადავწყვიტეთ, რომ შევისყიდოთ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“, ჩავატაროთ სერიოზული რეფორმა და შემდეგ, რა თქმა უნდა, საპარტნიორო ფონდი არ დაიტოვებს ამ სასტუმროს - მივიყვანთ განვითარების გარკვეულ მაღალ ეტაპზე და შემდეგ ალბათ ტენდერს გამოვაცხადებთ მის გაყიდვაზე“, - განაცხადა საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა სასტუმროს 50%-ის გამოსყიდვის სანაცვლოდ „ყაზმუნაი გაზისთვის“ გადასახდელი თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა.

„ეს არის ის თემები, რომელზეც ღიად მიკროფონთან არ უნდა ვისაუბროთ“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 აპრილს Rixos-ის ბრენდი სასტუმრო "Rixos-ბორჯომს" ოფიციალურად დატოვებს.

აღნიშნული ინფორმაცია BM.ge-ის სს "ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ დირექტორმა შალვა ალავერდაშილმა დაუდასტურა და დასძინა, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები