მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდი და პარტნიორები "ჯეონიუსტილს" ყიდიან - აუქციონის დეტალები

ჯეოსტილი

დეკორატიული და მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებელი "ჯეონიუსტილი" 78 967 ლარად იყიდება.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის წილის 49.4%-ს შპს სტარტაპ საქართველო ფლობს, რომელიც სს საპარტნიორო ფონდის საკუთრებაა. 25.3%-ს ფლობს რომეო ცინცაძე, 25.3%-ს კი, კახაბერ თუთბერიძე.

აუქციონში წერია, რომ „ჯეონისუტილი“ აწარმოებდა ახალი ტიპის, ინოვაციურ დეკორატიულ აგურს.

მყიდველს გადაეცემა გამყიდველის მთელი აქტივი, გამყიდველთან არსებული დოკუმენტაცია (მათ შორის აქტივის შექმნისას გაფორმებული ხელშეკრულებები ან/და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია) და იმ მომსახურებებზე უფლებები, მათ შორის - ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებები, რომლებსაც იყენებს აღნიშნული საწარმო (ჰოსტინგის მომსახურება და ა.შ.) ან გამოყენებულია მისი შექმნისას.

შპს „ჯეონიუსტილი“-ს სარეალიზაციო ქონებას წარმოადგენს:

  • პოლიესტერი PETG 1.00*2500*1250 (პრიალა, veralite 200,1, გამჭვირვალე) (75 ერთეული);
  • კომპრესორი F50 (50 ლტ) (ერთი ერთეული);
  • ყალიბის დასამზადებელი მანქანა (ერთი ერთეული);

გასაყიდ ქონებას შორის ქარხანა, ან მიწა არ მოიაზრება.

  1. აუქციონში მონაწილე პირი ვალდებულია წარმოადგინოს საგარანტიო თანხა (ბე) აქტივის საწყისი ღირებულების 5%-ის ოდენობით, ან ამავე თანხაზე უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.
  2. აუქციონის საგანზე, აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს სამმხრივი ხელშეკრულება, მყიდველს, გამყიდველს და კრედიტორს შორის.
  3. პირს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში, ავტომატურად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე).
  4. ასევე, გამყიდველი უფლებამოსილია დასრულებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს აუქციონი.

bm.ge საპარტნიორო ფონდთან შეეცდება გაარკვიოს, რუსთავში არსებული მიწის და მასზე განთავსებული ქარხნის ბედი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები