მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპარტნიორო ფონდი" Fitch Ratings-თან თანამშრომლობის დროებით შეჩერებას განმარტავს

5e625a8f0e28c
ინგა მურუსიძე
06.03.20 18:16
892
„საპარტნიორო ფონდის“ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-თან ფონდის თანამშრომლობა დროებით შეჩერდა.

როგორც „საპარტნიორო ფონდის“ განცხადებაშია ნათქვამი, გამომდინარე იქიდან, რომ „საპარტნიორო ფონდი“ იმყოფება რეფორმირების ეტაპზე, იგეგმება გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, ფონდის დაფინანსების სტრუქტურასთან დაკავშირებით და ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა ფონდის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი სახელმწიფო კომპანიის ფონდის კაპიტალიდან გასვლის შესახებ, ფონდის და სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-ის შეთანხმებით, თანამშრომლობა დროებით შეჩერდა.

ფონდში განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც ფონდის ახალი სტრუქტურა, ასევე პროექტების დაფინანსების პრინციპები ჩამოყალიბდება, განისაზღვრება თვით ფონდის დაფინანსების წყარო, „საპარტნიორო ფონდი“ გეგმავს Fitch-თან ან ახალი მანდატის ფარგლებში, სხვა სარეიტინგო სააგენტოსთან თანამშრომლობას.

შეგახსენებთ: 2019 წელს „Fitch“-მა „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა, ფონდის მაჩვენებელი გააუმჯობესა და "BB-“-დან „BB/სტაბილურამდე“ გაზარდა.

„Fitch“-ის 2019 წლის ანგარიშში საუბარია საქართველოს პოზიციონირებისა და „საპარტნიორო ფონდის“ როლის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები