"საპარტნიორო ფონდი" ესპანური კომპანია "კერამიკა ელ ტორრენტესა" და "საპარტნიორო ფონდის" მხარდაჭერით, კასპში აგურის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო BM.GE-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"საპარტნიორო ფონდის" მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში 100-წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია "კერამიკა ელ ტორრენტესთან" ერთობლივად ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის მშენებლობა იგეგმება. ესპანური კომპანია "Ceramica El Torrente" საუკუნეზე მეტია აწარმოებს ევროპული სტანდარტის კერამიკულ აგურს, სარგებლობს წარმატებული რეპუტაციით მსოფლიო ბაზარზე.
"საპარტნირო ფონდის" განმარტებით, კასპში, სოფელ მეტეხში, "საპატნიორო ფონდისა" და ესპანური კომპანია "კერამიკა ელ ტორრენტეს" პროექტის მიხედვით, ამ ეტაპზე, ესპანეთში არსებული მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობს, ხოლო ინვესტორთან ფინანსური მოდელის დეტალები თანხმდება. ესპანეთში მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის დემონტაჟს და ტრანსპორტირებას გარკვეული დრო სჭირდება, შესაბამისად, სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია "დაკარგულ" ინვესტორთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. "საპარტნიორო ფონდის" მხრიდან ამ ეტაპზე პროექტში ინვესტირება არ მომხდარა. ფონდის მიერ პროექტით გათვალისწინებული კაპიტალშენატანი ზემოთ აღნიშნული პროცედურების შემდეგ განხორციელდება.
"საპარტნირო ფონდის" განმარტებით, გაუგებარია აღნიშნული სტატიის წყაროს, სოფელ მეტეხში კასპის გამგებლის რწუნებულის სოსო მარღიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის პროექტთან დაკავშირებით. მით უფრო მაშინ, როდესაც სოსო მარღიშვილს "საპარტნიორო ფონდთან" არცერთ ეტაპზე პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოუთხოვია. მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომ თავი შეიკავონ არაკომპეტენტური განცხადებებისგან, რათა თავიდან ავიცილოთ მედია საშუალებებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
"საპარტნიორო ფონდი" ღია და გამჭვირვალეა. შესაბამისად, ფონდი მზად არის ნებისმიერ დროს დაინტერესებულ პირებს მიმდინარე პროექტების შესახებ საჯარო და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს", – წერია საპარტნიორო ფონდის განცხადებაში.

























