მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდი კორუფციის ბუდეა - ბიზნესანალიტიკოსის მოსაზრება

5e00ff70c4b45
თამთა ჯიჯავაძე
23.12.19 22:30
2369
ეს ფონდი არის კორუფციის ბუდე, არის გაურკვეველი დაფინანსების მექანიზმი, - ამის შესახებ bm.ge-ის ბიზნესანალიტიკოსმა გია ჩქოფოიამ განუცხადა. მისი თქმით, ის საპარტნიორო ფონდის მიმართ არ არის დადებითად განწყობილი.

„ზოგადად ამ მექანიზმის მიმართ ცხადია, არ ვარ პოზიტიურად განწყობილი, მიმაჩნია რომ ეს არის მავნებლური ორგანიზმი ეკონომიკაში, რომელიც ასიმეტრიულ სიგნალებს უშვებს ეკონომიკაში, ღრმად არ ვარ ჩახედული ამ ფონდის მუშაობის სპეციფიკაში, თუმცა, ერთი შეხედვით საკმარისია დაასკვნა, რომ არ იყო ამ ფონდის მიმართ პოზიტიურად განწყობილი.

თუ იარსებებს რაღაც ფონდი, რომელშიც აკუმულირებული თანხები არ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული და იქნება კერძო ინიციატივა, ამ შემთხვევაში როგორც ეკონომიკური აგენტი, როგორც მოთამაშე ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, პოზიტიური იქნებოდა. პრობლემა ჩნდება სად? პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც სხვის ფულს ხარჯავ სხვაზე, ეს არც სამართლიანია და არც ეფექტიანი. ეს ფონდი არის კორუფციის ბუდე, არის გაურკვეველი დაფინანსების მექანიზმი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს შუალედებში გარკვეული ტიპის პროტექციონისტური პოლიტიკის წარმოებას. „აწარმოე საქართველოზეც“ იგივე აზრის ვარ. თუ ვიღაცას კერძო ფული ექნება და თავისი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე სადღაც დააბანდებს და რომელიღაც სფეროში ინვესტიციას განახორციელებს, ეს კარგია. პრობლემა ჩნდება იქ, სადაც სხვის ფულს ხარჯავენ გაუგებარი ადამიანები, ვიღაც სხვაზე“, - განაცხადა გია ჩქოფოიამ.

შეგახსენებთ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, გაზაფხულისთვის "საპარტნიორო ფონდის" ახალი მანდატი ანუ სახეცვლილი ფორმის სტრატეგია უნდა იყოს მზად. თურნავას თქმით, იცვლება ეკონომიკა, იცვლება პრიორიტეტები, სტრატეგია და საპარტნიორო ფონდი, როგორც ინსტიტუცია, შემდგომ განვითარებას საჭიროებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები