მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპარტნიორო ფონდი რაჭის ტურისტული პოტენციალის ათვისებას იწყებს

5ae9e07e48826
ელენე გოგბერაშვილი
02.05.18 20:20
3231
საპარტნიორო ფონდი რაჭის ტურისტული პოტენციალის ათვისებას იწყებს. როგორც ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი BM.GE-თან ამბობს, ფონდი კერძო სექტორთან თანამშრომლობით რეგიონში რამდენიმე პროექტის განხორციელებას განიხილავს.

,,რაჭის მიმართულებით იდენტიფიცირებული გვაქვს 3 საინტერესო პროექტი შაორზე, შოვსა და უწერაში. ამ ეტაპზე ერთ-ერთ ინვესტორთან ვმუშაობთ პროექტზე და წარმატებით დასრულების შემდეგ დავიწყებთ სასტუმროს მშენებლობას’’-აცხადებს დანელია.

დანელია ამბობს, რომ საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო პორტფელი ტურიზმის მიმართულებით 400 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, სადაც ფონდის წილი 100 მილიონი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები