მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპარტნიორო ფონდი თანამშრომლობისთვის დეპუტატ თემურ მაისურაძის ორ პროექტს განიხილავს

57931af65588d
დავით ჯალაღონია
23.07.16 11:18
1473
საპარტნიორო ფონდი თანამშრომლობისთვის დეპუტატ თემურ მაისურაძის ორ პროექტს განიხილავს.  ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს“ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი პროექტები იგულისხმება.

"ბატონი თემური გამორჩეულად საინტერესო ადამიანია - არა როგორც მხოლოდ პარლამენტარი, არამედ როგორც ბუნებით ინოვატორი. მას რამდენიმე, ძალიან სერიოზული პროექტი აქვს. სამწუხაროდ, ყველას კომერციალიზაციას ვერ მოვახერხებთ, რიგ შემთხვევაში მისი მასშტაბების გამო, მაგრამ არის ორი პროექტი, რომელზეც ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ და იმედი მაქვს, განხორციელდება", - განაცხადა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ თემურ მაისურაძემ საპარტნიორო ფონდში დაინანსების მიღების მიზნით რამდენიმე პროექტი წარადგინა. საქმე ეხება რკინიგზის ისრული გადამყვანების, ბუნებრივი აირისა და წყლის ავარიული ჩამკეტების, ასევე თბოსაიზოლაციო მასალა - თერმიზოლიტის წარმოებას, რომელთა გამომგონებელი თავად თემურ მაისურაძეა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის პროექტით უკრაინული ისრული გადამყვანების ქარხანაა დაინტერესბული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები