საპარტნიორო ფონდი წყალტუბოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიმართულებით საინვესტიციო პაკეტებს ამზადებს. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის სანვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს. გიორგი დანელიას თქმით, იმისათვის, რომ იქ ტურისტები ჩავიდნენ და ფული დახარჯონ, შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს.
"წყალტუბოსთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ვმუშაობთ სხვადასხვა საინეტერსო პაკეტის შემუშავებაზე, რომელიც შეთავაზებული იქნება ინვესტორებისთვის. იქ სახელმწიფოს ბალანსზე გააჩნია სანატორიუმების შენობა და მათი დაპაკეტება მიმდინარეობს ახლა", - განმარტავს გიორგი დანელია.
შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდს წყალტუბოს განვითარების კონცეფციის მომზადება 66 790 დოლარი დაუჯდა. კვლევა BDO -მ რამოდენიმე წლის წინ ჩაატარა.

























