მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპარტნიორო ფონდი ყაზახ ინვესტორებთან სამომავლო თანამშრომლობის პროექტებს განიხილავს

575585428c6a1
დავით ჯალაღონია
06.06.16 18:12
1288
საპარტნიორო ფონდი ყაზახ ინვესტორებთან სამომავლო თანამშრომლობის პროექტებს განიხილავს. როგორც Forbes Georgia-ს და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით გამართული ფორუმის ფარგლებში, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ყაზახ ინვესტორებთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებია, რაც პროექტების დაწყების ერთ-ერთი წინაპირობაა.
 
"ჩვენ ერთობლივი პროექტი „რიქსოს ბორჯომი“ წარმატებით დავასრულეთ, სადაც საპარტნიორო ფონდი ყაზახი პარტნიორების მსგავსად, თანაბარ 50 პროცენტიან წილს ფლობს.

შესაბამისად ახალ პროექტებთან დაკავშირებით ინტერესი დიდია. კარგია, რომ ასეთი ღონისძიება გაიმართა, რადგან აქ ყველა მხარის კონსოლიდაცია მოხდა. მსგავს ფორუმებზე ყველას შეუძლია მოლაპარაკების მეორე მხარე აღმოაჩინოს", - აღნიშნა დანელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები