მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპარტნიორო ფონდის დაფინანსებული ვერტიკალური ავტოპარკინგით ინვესტორი არ დაინტერესებულა

5b71964edf983
თამუნა ქემერტელიძე
13.08.18 18:27
1996
საპარტნიორო ფონდის დაფინანსებული ვერტიკალური ავტოპარკინგის პროექტის ავტორის და კომპანია “რევერსის” ხელმძღვანელ მალხაზ ცისკარიშვილის განცხადებით, ამ დრომდე არც ერთ კერძო კომპანიას მის მიერ შექმნილი ვერტიკალური პარკინგი არ შეუძენია.

Bm.ge-ის კითხვაზე - „რატომ არ დაინტერესდა კერძო სექტორი ვერტიკალური პარკინგით, რომლისთვისაც საპარტნიორო ფონდმა 90 ათასი ლარი გამოყო“, მალხაზ ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მიზეზები მისთვის უცნობია.

„იყო დაინტერესება ბათუმის მერის მხრიდან, თუმცა მთავრობის ცვლილების შემდეგ შეჩერდა, ასევე საუბარი გვქონდა ლისზე, ვერტიკალური პარკინგის მოწყობაზე, მაგრამ საქმე არც ამ შემთხვევაში მისულა ბოლომდე, ყველა მირეკავს და მთხოვს კონკრეტულ მაგალითს, თუ სად დგას და რომელმა კომპანიამ ისარგებლა მსგავსი ტიპის პარკინგით, თუმცა საქმე ინტერესის იქით არც ერთ შემთხვევაში არ წასულა”, - აცხადებს ციხკარიშვილი.

შეგახსენებთ: ვერტიკალური პარკინგის იდეა „სტარტაპ საქართველოში“ პროექტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდმა 90 ათასი ლარით დააფინანსა და პირველი საჩვენებელი ვერტიკალური პარკინგიც საპარტნიორო ფონდთან უნდა მოეწყოთ.

თემის კომენტირება Bm.ge-მ საპარტნიორო ფონდსაც სთხოვა.

მათი განცხადებით, ფონდმა პროექტი დააფინასა და ახლა სწორედ პროექტის ავტორმა უნდა იზუნოს მის განვითარებაზე.

რაც შეეხება ფონდის შენობის მიმდებარედ ვერტიკალური პარკინგის მოწყობას, საპარტნიორო ფონდში ამბობენ, რომ პარკინგი მას შემდეგ მოეწყობა, რაც საპარტნიორო ფონდს საკუთარი შენობა ექნება.
„ჩვენ პროექტის მართვაში ვერ ჩავერევით, თუმცა მარკეტინგულ აქტივობებში რა თქმა უნდა, ვეხმარებით და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც დავეხმარეთ", - აცხადებენ ფონდში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები