მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპარტნიორო ფონდის" დელეგაცია ესპანეთის საქმიან წრეებთან შეხვედრებს მართავს

5c5ad8a49b022
BM.GE
06.02.19 17:20
1065

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

"საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, ოფიციალურ დელეგაციაში ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია და პროექტ "აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი შედიან. მადრიდში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას იღებს საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში ილია გიორგაძე.

ვიზიტის მიზანი ესპანეთის ბიზნეს კომპანიებთან დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა, "საპარტნიორო ფონდის" პროექტების პრეზენტაცია და პოტენციური ინვესტორების მოზიდვაა.

დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში "CEOE International"-ის პრეზიდენტს მარტა ბლანკო კესადას შეხვდა. "CEOE International" სხვადასხვა ბიზნეს სექტორის 2 მილიონზე მეტ მსხვილ კომპანიას, მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოებსა და თვითდასაქმებულ მეწარმეეებს აერთიანებს. ასევე, "საპარტნიორო ფონდის" დელეგაციისთვის "CEOE International"-ში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესპანეთის 50-მდე სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

გარდა ამისა, ფონდის დელეგაცია მადრიდში სამხრეთ-ამერიკულ კომპანია "Research pharmaceutical"-ის გენერალურ მენეჯერს ხუან პენიალვერს შეხვდა. კომპანია საქართველოში სოფლის მეურნეობის, ტექსტილისა და ფარმაციის სფეროებში ინვესტირებით არის დაინტერესებული. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში ფონდის დელეგაცია, ასევე, მადრიდში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა და საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები