„საპარტნიორო ფონდის კვაზი სისტემა არცერთ საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება“-ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა პარლამენტში ფონდის რეფორმირებაზე საუბრისას განაცხადა.
დავით საგანელიძის თქმით, საპარტნიორო ფონდის რეფორმირების ორი კონცეფციური ჩარჩო არსებობს, რომელიც მისი ფონდში მისვლის შემდეგ მომზადდა, თუმცა წარდგენილი დოკუმენტი მთავრობამ შეაჩერა.
საგანელიძე საპარტნიორო ფონდში დღეს არსებულ სისტემას უწოდებს კვაზს და ამბობს, რომ ეს სისტემა არცერთ საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება.
„2016 წელს, როცა ფონდში მოვედი, მაშინვე ეს საკითხი მკაფიოდ იდგა. მაშინ მივმართეთ KFW-ს და მათ დიდი დახმარება გაგვიწიეს. 6 მილიონ ევრო გამიგვიყვეს, თუმცა ყველა არ გახარჯულა.
ექსპერტები ჩამოვიდნენ, ასევე ჩვენს სპეციალსტებს მოგვიწია გერმანიაში მუშაობა. შეიქმნა საკმაოდ დიდ დოკუმენტი, როგორი შეიძლება იყოს ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი თავისი სტრუქტურით, რომ ეს არ იყოს ასეთი კვაზი სისტემა, ხაზს ვუსვამ, მაშინაც ვამბობდი- კვაზი სტრუქტურა, რომელიც არ შეესაბამება დღეს არცერთ საერთაშორისო სტრანდარტს.
ეს საკითხი მთავრობაშიც შევიდა, პარლამენტშიც. საკომიტეტო მოსმენაც შედგა, თუმცა გადავიდა მეორეხარისხოვან თემებში და მთავრობამ მაშინ ეს რეფორმა შეაჩერა. მე ვფირობ ეს საკითხი არ მოხსნილა დღის წესრიგიდან“-აცხადებს დავით საგანელიძე.

























