მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპარტნიორო ფონდმა" და "ქონების მართვის სააგენტომ" ქონებები გაცვალეს

5ad0c83780d34
მაია ბიწაძე
13.04.18 19:27
915
სს ,,საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში ცვლილებებია, საქართველოს მთავრობის განკარგულებით , ,,ქონების მართვის სააგენტომ“ მას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადასცა.

კერძოდ, საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში და ნატანებში მდებარე, 6560 კვ.მ მიწის ნაკვეთებისა და ქალაქ საჩხერეში, ფეიქრების ქუჩაზე მდებარე, 1086 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემაზე.

სს ,,საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. ქონების გაცვლის საფუძველი მისი საქართველოს რკინიგზისთვის გადაცემა გახდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები