მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საპარტნიორო ფონდმა” გარდაბნის თბოსადგურის 49%-იანი წილი GOGC-ის €43 მლნ-ად მიჰყიდა

63d3dd1bc8000
შოთა ტყეშელაშვილი
27.01.23 18:20
1970
საპარტნიორო ფონდმა გარდაბნის თბოსადგურში 49%-იანი წილი გაზისა და ნავთობის კორპორაციას 43 მილიონ ევროდ მიჰყიდა, - ამის შესახებ “საპარტნიორო ფონდის” მიერ გამოქვეყნებული მმართველობითი ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, აქტივის გადაცემა 2022 წლის დეკემბერში მოხდა.

პარალელურად, გასულ წელს საპარტნიორო ფონდს სრულად გამოეყო ნავთობისა და გაზის კორპორაცია, წელს კი ფონდში არსებული უკანასკნელი სისტემური კომპანია - საქართველოს რკინიგზაც გავიდა საპარტნიორო ფონდისგან.

“გარდაბნის თბოსადგურის” მშენებლობისთვის საპარტნიორო ფონდმა და GOGC-იმ ჯამში 230 მილიონი დოლარი დახარჯეს. სადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მეგავატს შეადგენს და ის 2015 წელს გაიხსნა.

“2022 წლის დეკემბერში ფონდმა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მიჰყიდა „გარდაბნის თბოსადგურის“ 49.092% წილი 43.2 მლნ ევროდ. აღნიშნულ თანხას „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გადაიხდის რამდენიმე ტრანშად და პირველი ტრანშით ფონდი სრულად დაფარავს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული ბანკიდან აღებულ სესხს,”- ნათქვამია საპარტნიორო ფონდის მმართველობით ანგარიშში.

საუბარია სესხზე, რომელიც საპარტნიორო ფონდმა 2021 წელს Credit Europe Bank-ისგან 32 მილიონი ევროს სესხი აიღო. ეს თანხა Credit Suisse-ის კრედიტის ნარჩენი თანხის რეფინანსირებას მოხმარდა. როგორც საპარტნიორო ფონდი აღნიშნავს ამჟამად ეს კრედიტი სრულად გასტუმრებულია და ფონდს აღარ აქვს არც საერთაშორისო, არც ადგილობრივი საბანკო დაწესებულებების ვალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები