მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპარტნიორო ფონდმა სამტრედიაში სასათბურე მეურნეობა გააფართოვა

5732f9c2c43fa
BM.GE
11.05.16 13:20
1648
საპარტნიორო ფონდმა Georgian Fresh Holding B.V- თან ერთად სამტრედიაში სასათბურე მეურნეობა დამატებით 1, 6 ჰექტარზე გააფართოვა. სათბურში დაახლოებით 1, 000 ტონამდე სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოყვანა არის დაგეგმილი. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, თუმცა არსებობს ექსპორტის პოტენციალი მეზობელ ქვეყნებში.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4,2 მლნ. ევროა, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კი 1,4 მლნ. ევროს შეადგენს. სასათბურე მეურნეობის გაფართოების მიზანია დაბალხარისხიანი იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 23 ადამიანი, ხოლო გაფართოების დასრულების შემდგომ დასაქმებულთა რაოდენობა 40 კაცამდე გაიზრდება.

Georgian Fresh Holding B.V-მა სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით შპს „იმერეთი Greenery” შექმნა. კომპანიამ სამტრედიის სასათბურე მეურნეობაში თებერვლიდან დაიწყო სხვადასხვა ტიპის სალათის ფურცლის მოყვანა, რომლის წლიური წარმადობა 160 ტონაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები