ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობა სწრაფი ტემპით ვითარდება, "თუმცა ჩინეთში ერთობლივი ბიზნეს პროექტების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ და ჩინეთის ქალაქ გუანჭოუს ტუნგუანის ზონის მთავრობის საგამოფენო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ჩენ ჭუნციუმ მოაწერეს.
„საქართველოში გუანჭოუს ხელისუფლების დავალებით ვიმყოფებით, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი პერსპექტიულია. ვთვლით, რომ თქვენი ქვეყანა ევროპის ბაზრის გასაღებია და ამ ფაქტს პოზიტიურად ვაფასებთ. „საპარტნიორო ფონდი“ ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება, ამიტომ კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებებს ვამზადებთ“, აღნიშნა შეხვედრაზე ჩინეთის ქალაქ გუანჭოუს ტუნგუანის ზონის მთავრობის საგამოფენო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა. დელეგაციის ხელმძღვანელმა „საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით ქართველი მეწარმეები 2020 წლის 16-19 აპრილის საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია.