მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპარტნიორო ფონდს პროექტებში დახარჯულ 1 დოლარზე 15%-იანი სარგებელი აქვს"

5d0f439bd07d6
სალომე მეცხვარიშვილი
23.06.19 14:10
1027
საპარტნიორო ფონდს სხვადასხვა პროექტში დახარჯულ 1 დოლარზე 15%-იანი სარგებელი აქვს,- ამის შესახებ გადაცემა „ფორბს კვირაში“ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ განაცხადა.

„ჩვენი საინვესტიციო მიმართულება არის საკმაოდ წარმატებულია. რიცხვებით რომ ვისაუბროთ დაახლოებით 15%-იანი უკუგება გვაქვს იმ პროექტებიდან, საიდანაც გამოვედით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ჩადებულ 1 დოლარზე, 15%-იან სარგებელს ვნახულობთ“,- ამბობს გიორგი დანელია.

მისი ინფორმაციით, არ არის სწორი, რომ საპარტნიორო ფონდს უმცირდება შემოსავალი, რადგანაც სახელმწიფო კომპანიებიდან, სადაც ფონდი წილებს ფლობს, მხოლოდ დივიდენდებს იღებენ და არა შემოსავლებს.

„ჩვენთვის სახელმწიფო აქტივები არის დივიდენდის წყარო. ეს არ არის შემოსავლის წყარო“,- ამბობს დანელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები