მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპატრიარქო სახელმწიფოს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემას სთხოვს

5c545e622b1ac
ელენე გოგბერაშვილი
01.02.19 19:20
8880
მას შემდეგ, რაც მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის გადაწყვეტილებით, მონასტერი რამდენიმე დღით დაიკეტა, რის მიზეზადაც გარევაჭრობის აკრძალვა დასახელდა, შემდეგ კი მოვაჭრეებს მონასტრის გზიდან დაშორებით სავაჭრო დახლების განთავსება შესთავაზეს, რომელიც რთული რელიეფიდან გამომდინარე შეუძლებელი აღმოჩნდა, მცხეთის მერიაში ეჭვი გაუჩნდათ, რომ შესაძლოა, განვითარებული მოვლენები მონასტრის წინამძღვრის ინტერესებს უკავშირდებოდეს.

ამის არგუმენტად შეიძლება გამოდგეს ის ფაქტი, რომ საპატრიარქომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის მათ საკუთრებაში გადაცემის თხოვნით წერილით ეკონომიკის სამინისტროს ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართა.

აღნიშნული წერილი bm.ge-ს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიაწოდა, სადაც საპატრიაქო სახელმწიფოსგან 2821 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემას ითხოვს.

„2017 წლის ნოემბრის თვეში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მომართა საქართველოს საპატრიარქომ, სადაც ტაძართან მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ითხოვდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემას. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჯვრის მამათა მონასტრის მიმდებარე 2821კვ.მ. (საკადასტრო კოდი 72.12.01.788 ) მიწის ნაკვეთი, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აგვისტოს #411 დადგენილების თანახმად შედის ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების არეალში და მასზე ვრცელდება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვის შეზღუდვა“-ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: ჯვრის მონასტერი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. მიმდებარე ტერიტორია კი, სახელმწიფო საკუთრებაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები