მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპატრიარქოს ზუგდიდში, სოფელ ახალაბასთუმანში სახელმწიფო მიწა 1 ლარად გადაეცა - განკარგულება

განცხადევა

მთავრობამ საპატრიარქოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მიწა 1 ლარად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 630-ე განკარგულება 27 მარტით არის გამოცემული.

1490 კვ.მ.-ის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღებისთვის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1 ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში უნდა გადაიხადოს.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესასრულებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა უზრუნველყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები