საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 150 ავტომანქანის შეძენას გეგმავს. უწყებამ ამ მიზნით ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულაბად 8,4 მილიონი ლარია განსაზღვრული. თითოეული ავტომობილის საშუალო ფასი 56 ათასი ლარი იქნება.
სატენდერო პირობების მიხედვით, ავტომანქანები 2018 წელს უნდა იყოს გამოშვებული, მექანიკური გადაცემათა კოლოფით და 100 კილომეტრზე არაუმეტეს 6,5 ლიტრი წვით, აუცილებელ მოთხოვნათა ჩამონათვალშია ასევე ის, რომ მანქანები თეთრი ფერი უნდა იყოს.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მანქანები შემსყიდველს მოთხოვნიდან 30 დღეში მიაწოდოს.

























