მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპატრულო პოლიციისთვის მანქანების ტენდერში "იბერია ავტო ცენტრს" კონკურენტი არ ჰყავს

5b1e9be592d82
თამუნა დემეტრაშვილი
11.06.18 20:20
888

საპატრულო პოლიციას 150 ავტომობილს სავარაუდოდ ,,იბერია ავტო ცენტრი“ მიაწვდის. კომპანიამ შემსყიდველს ავტომანქანებში 8,4 მილიონი ლარი შესთავაზა, იგივე ფასი, რაც ტენდერის საწყისი ღირებულება იყო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ტენდერში მას კონკურენტი არ ჰყავს. ამჟამად ტენდერი პროცედურის მიხედვით შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. შემსყიდველი თეთრი ფერის 2018 წელს გამოშვებულ ავტომანქანებს ითხოვდა, მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და 100 კილომეტრზე არაუმეტეს 6,5 ლიტრი წვით.

შეგახსენებთ, რომ ,,იბერია ავტო ცენტრი“ 100% იანი წილის მფლობელი ,,იბერია ბიზნეს ჯგუფია“, თავის მხრივ მას შპს ,,აი-ბი-ჯი ჰოლდინგი“ ფლობს, რომლის მეწილეებს შორისაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ტარილე ხეჩიკაშვილია. აღსანიშნავია ისიც, რომ ახლახანს კომპანიამ 1,5 მილიონის ღირებულების კიდევ ერთ ტენდერი მოიგო და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს 30 ავტომობილს მიაწვდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები