შინაგან საქმეთა სამინისტრო 849 500 ლარის 350 ახალ სამკერდე კამერას და მის მუდმივმოქმედ 200 პროგრამულ ლიცენზიას ყიდულობს.
გამარტივებული გზით გამოცხადებულ შესყიდვაში უწყება წერს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, სჭირდებათ კომპანია AXON-ის მიერ წარმოებული “BODY 2” მოდელის ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის შეძენა.
ცნობისთვის, AXON საქართველოში სამკერდე კამერების ერთადერთი ავტორიზებული წარმომადგენელია.
საპატრულო პოლიციას კი, ამ დროისთვის სულ 2 907 სამკერდე კამერა აქვს.