მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპენსიო დანაზოგები აუცილებლად გახდება საარჩევნო სპეკულაციების საგანი"

5cd59a28cb1ef
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.19 22:00
797
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელსაც საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ვატო ლეჟავამ ქვეყანაში ამოქმედებული საპენსიო სისტემის თანმდევი რისკების შესახებ ისაუბრა. ლეჟავას განცხადებით, ადრე თუ გვიან პენსიის თემა აუცილებლად გახდება პოლიტიკური სპეკულაციის საგანი.

“საპენსიო დანაზოგები აუცილებლად გახდება საარჩევნო სპეკულაციების საგანი. საქართველოში იქნება არჩევნები, სადაც პოლიტიკოსები გასცემენ დაპირებებს, რომ “შენ რაც არ უნდა დააგროვო, $700 დოლარი გექნება პენსია, ოღონდ 20 წლის შემდეგ, მე რომ აღარ ვიქნები ძალაუფლებაში მაშინ.” რატომ არ მოხდება ასე? რა იქნება ამის წინაღობა?,”- განაცხადა ვატო ლეჟავამ.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ კი თქვა, რომ საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარი საპენსიო სისტემები არ კოტრდებიან. სურგულაძის თქმით, საპენსიო სისტემის სანდოობა განსაკუთრებით მაღალია და ის მოქალაქეებს მათ მიერ დაზოგილ თანხაზე ყოვეწლიურად 6-7%-იან ამონაგებს მაინც მოუტანს.

სტატისტიკის მიხედვით, სისტემაში ამ დროისთვის 771,000 ადამიანია ჩართული, ხოლო ფონდში 180 00 000 ლარია მობილიზებული. რაც შეეხება სისტემის დატოვების მაჩვენებელს, ლევან სურგულაძის ინფორმაციით, ამ ფონდი 38,000-მა ადამიანმა დატოვა.

კითხვაზე თუ რატომ არ არის საპენსიო სისტემა სრულად ნებაყოფლობითი, სურგულაძემ განაცხადა, რომ ისინი რეფორმის წერისას საუკეთესო გამოცდილებას დაეყრდნენ.

საპენსიო სისტემების მართვის საუკეთესო გამოცდილება კი OECD-ის წევრ ქვეყნებს აქვთ, სადაც საპენსიო სისტემაში მონაწილეობა სავალდებულო სისტემაზეა დამყარებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები