მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო დანაზოგები - რა შეცვალა ერთიანი დეკლარაციის სისტემამ?

1 წელი საპენსიო დანაზოგების გადახდის ახალი წესის და ჯარიმების ამოქმედებიდან - გასული წლის 15 ივნისიდან ბიზნესი საპენსიო შენატანს ერთი საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით იხდის და თუ ამ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება მოხდა ჯარიმდება კიდეც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამ ჯარიმებიდან წელს 4 თვეში ბიუჯეტში 2 მლნ ლარზე მეტი შევიდა, გასული ნახევარი წლის განმავლობაში კი, 3 მლნ 747 ათას ლარამდე ჯარიმა გადაიხადა კერძო სექტორმა. რა შეცვალა საპენსიო და საშემოსავლო დეკლარაციების გაერთიანებამ და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მონიტორინგმა. მოხდა თუ არა საპენსიო ფონდის მონაწილეთა მიმართ არსებული ასეულობით მილიონი ლარის გადაუხდელი ვალდებულებების შესრულება და რა ცვლილებებია ურჩი გადამხდელების წინააღმდეგ თანხების ამოღების კუთხით?

სტუმარი: გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები