მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების მოცულობამ 6.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ამონაგები 1.5 მლრდ ლარს შეადგენს - ასეთია საპენსიო ფონდის ბოლო მონაცემები. საპენსიო სააგენტომ და ახლადარჩეულმა მმართველობითი საბჭოს წევრებმა საზოგადოებას გასული წლის ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნეს. როგორც ირკვევა, საპენსიო ფონდი მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს ახალი საინვესტიციო შესაძლებლობის ათვისებაზე მუშაობის დაწყებას, მათ შორის მსხვილი პროექტების მიმართულებით. რა ხედვა აქვს ახლადარჩეულ მმართველობით საბჭოს და რამდენად უსაფრთხოდაა მოსახლეობის საპენსიო დანაზოგები დაბანდებული.