საპენსიო დანაზოგების მოცულობამ 5 მილიარდ 800 მილიონ ლარს გადააჭარბა, საიდანაც ყველაზე დიდი მოცულობის საინვესტიციო პორტფელი კვლავ კონსერვატიულია. ოქტომბრის მდგომარეობით, ნაკლებრისკიანი პორტფელის მოცულობა 5 მლრდ 700 მილიონი ლარის ფარგლებშია, ყველაზე მცირე მოცულობის პორტფელად კი ამ დრომდე მაღალრისკიანი ანუ დინამიკური რჩება. მართალია, ერთწლიან ჭრილში რეალური ამონაგების მხრივ კვლავ დინამიკური პორტფელი ლიდერობს, თუმცა ოქტომბერში გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებულმა ნეგატიურმა ტენდენციამ გავლენა საპენსიო დანაზოგების სარგებელზეც მოახდინა. ამ ფონზე, სპეციალისტები აცხადებენ, რომ საპენსიო ფონდის მთავარი გამოწვევა კვლავ დივერსიფიცირების ნაკლებობა რჩება. სად და რამდენად მომგებიანადაა დაბანდებული საპენსიო დანაზოგები.