მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების მოცულობამ 4 მილიარდ 600 მილიონ ლარს გადააჭარბა. საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, თებერვლის მდგომარეობით, დანაზოგების 99%, 4 მილიარდ 576 მილიონი ლარი კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელშია განთავსებული. მონაცემები აჩვენებს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი რეალური ამონაგები კვლავ დინამიკურ ანუ მაღალრისკიანად პორტფელს აქვს. საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, მოქალაქეების ნაწილმა საკუთარი დანაზოგები უკვე გადაიტანა დინამიკურ პორტფელში. რამდენად მომგებიანადაა დაბანდებული მოსახლეობის საპენსიო დანაზოგები და როგორია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო გეგმები