აგვისტოს შედეგებით საპენსიო დანაზოგების მოცულობამ 5 მილიარდ 500 მილიონ ლარს გადააჭარბა და მთლიანი საინვესტიციო ამონაგები 1.23 მლრდ ლარზე მეტია. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ერთ წელზე ყველაზე მაღალი მომგებიანობით დინამიკური, ანუ მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი გამოირჩეოდა, რომლის რეალური ამონაგები ერთწლიან ჭრილში 14%ს გასცდა. თუმცა ამ დრომდე მისი მოცულობა სამ პორტფელს შორის ყველაზე მცირე, 28 მლნ ლარამდეა.