მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო დანაზოგი ₾6.7 მილიარდია - როგორია ამონაგები პორტფელების მიხედვით?

საპენსიო ფონდი

"საქართველოს საპენსიო ფონდმა" განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ 6.7 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.6 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 612 ათასი ადამიანია.

2025 წლის აპრილში დინამიკურმა პორტფელმა, რომლის ზომაც 39.1 მლნ ლარია, ყველაზე მაღალი ამონაგები აჩვენა და წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, მაშინ როცა დაბალანსებულმა (ზომა ₾37.7 მლნ) და კონსერვატიულმა (₾6.6 მლრდ) პორტფელებმა თანაბარი - 0.7%-იანი - თვიური ზრდა დააფიქსირეს.

წლიურ ჭრილში, კერძოდ, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის ნომინალურმა ამონაგებმა 12.1% (გაწლიურებული) შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 11.7% და 11.2% იყო.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. აპრილის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 48%, დაბალანსებულში 30.1%, ხოლო კონსერვატიულში 16.1% იყო.

30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 18 749-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით კი 79.2 მლნ ლარი გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები