მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების პორტფელმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ფონდის არსებობის მანძილზე დაგენერირებულმა ჯამურმა წმინდა სარგებელი კი 2.9 მილიარდ ლარზე მეტია. ფონდის უდიდესი ნაწილი - 9.8 მილიარდი კვლავ კონსერვატიულ პორფელშია დაბანდებული. დაბალანსებულ პორტფელში 56.9 მილიონია ჩადებული, დინამიურში კი 70.3 მლნ. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში საპენსიო ფონდის ორი პორტფელის, დაბალანსებულისა და დინამიკურის, შექმნიდან სამი წელი გავიდა. როგორც საპენსიო ფონდში განმარტავენ, თავისი არსებობის პერიოდში ორივე პორტფელმა მნიშვნელოვნად მაღალი მომგებიანობა აჩვენა, რაც, დიდწილად, მათში საერთაშორისო აქციების მაღალ წილს უკავშირდება. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1 მილიონ 769 ათას ადამიანს მიაღწია. ამავე პერიოდისთვის დაგროვებითი პენსიით სულ 35 793-მა პირმა ისარგებლა, ხოლო მათზე გაცემული პენსიის ჯამურმა ოდენობამ 185 მლნ ლარზე მეტია. სად და რამდენად უსაფრთხოდაა დაბანდებული მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები?
სტუმარი: ანა ნაჭყებია - საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი






























