მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპენსიო ფონდის მმართველი სააგენტო დამოუკიდებელი უნდა იყოს"

5adf18c5d1056
BM.GE
24.04.18 15:43
765
"საპენსიო ფონდს დამოუკიდებელი სააგენტო უნდა მართავდეს, რომელიც მისი შემოსავლების გაზრდას შეძლებს", - ამის შესახებ bm.ge-ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა განუცხადა. მისი თქმით, ფონდი მხარს უჭერს საქართველოში საპენსიო რეფორმის განხორციელებას, რადგან ის ერთის მხრივ შეამცირებს საგარეო შოკებისადმი მგრძნობელობას, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებასაც.

"როგორც იცით საგართველოში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საკმაოდ მაღალია, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანაში დანაზოგებსა და ინვესტიციებს შორის განსხვავება საკმაოდ მაღალია. საპენსიო რეფორმა ხელს შეუწყობს დანაზოგების შექმნას, ასევე გააჩენს წყაროს იმისთვის რომ შიდა დანაზოგები გაიზარდოს. რეფორმა დაეხმარება კაპიტალის ბაზრის განვითარებასაც. რაც მთავარია მოქალაქეები მიიღებენ დამატებით შემოსავალს პენსიაზე გასვლის შემდეგ, იმისთვის რომ შენარჩუნდეს მინიმალური სტანდარტი. რაც შეეხება საპენსიო ფონდს და იმას თუ როგორ უნდა მოხდეს მისი მართვა, - არის განსხვავებული მოდელები. მნიშვნელოვანია რომ გქონდეთ დამოუკიდებელი სააგენტო რომელსაც შესაძლებლობა ექნება მოახდინოს ინვესტირება, რათა სამომავლოდ შემოსავლები გაზარდოს", - ამბობს მერსედეს ვერა მარტინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები