საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 9 წევრი დანიშნულია. ღია კონკურსის წესით საბჭოში 5 ქართველი და სამი უცხოელი პირი შეირჩა, ხოლო მე-9 თანამდებობრივი წევრია, რომელიც მთავრობის დადგენილების თანახმად, ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. სწორედ ერთიანმა მმართველობითმა საბჭომ უახლოეს ხანებში საპენსიო სააგენტოში დღეს მოქმედი ორი დამოუკიდებელი ორგანო - საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უნდა ჩაანაცვლოს. აღსანიშნავია, რომ კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატებიდან ორი ამ დრომდეც ასრულებს საინვესტიციო საბჭოს წევრის მოვალეობას.