მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტების ვადები კანონში განსაზღვრული არაა"

5c690f73c90fb
თელარა გელანტია
17.02.19 16:00
1891
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის განცხადებით, დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონში პირდაპირ არაა განსაზღვრული, საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტების და ინვესტირების დაწყების ვადები. ასე უპასუხა სურგულაძემ bm.ge-ის შესაბამის კითხვას.

საქმე ისაა, რომ 5-წევრიანი საინვესტიციო საბჭო, რომელმაც საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა შეიმუშაოს და მომავალში საპენსიო ფონდში აკუმულირებული დანაზოგების ინვესტირება მოახდინოს, ჯერჯერობით, დაკომპლექტებული არაა; უფრო მეტიც, ჯერ არც 7-წევრიანი შესარჩევი კომისია დაკომპლექტებულა სრულად და არც საერთაშორისო კონკურსი არ გამოუცხადებიათ.

შესაბამისად, ამ დროისთვის ფონდში მობილიზებული 50 მლნ ლარის დანაზოგის ნახევარი, საპენსიო სააგენტომ საქართველოს ეროვნული ბანკის ნებართვის შემდეგ კომერციულ ბანკებში პროცენტიან მიმდინარე ანგარიშზე გადაიტანა, სადაც 5-6 პროცენტი დაერიცხება სარგებლის სახით, ხოლო დანარჩენი 25 მლნ კი, ჯერ ხაზინაში სააგენტოს ანგარიშებზეა განთავსებული.

„კანონში ვადები პირდაპირ არაა განსაზღვრული ვადები, თუ როდის უნდა იყოს დაკომპლექტებული საინვესტიციო საბჭო და დაიწყოს ინვესტირება; როცა შეგროვდება საკმარისი თანხა, მაშინ უნდა დავიწყოთ ინვეტიციები, რა თქმა უნდა“, - განაცხადა სურგულაძემ და დასძინა, რომ დანაზოგების ბანკებში პროცენტიან ანგარიშებზე გადატანაში პრობლემას ვერ ხედავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები