მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდის ზომამ ₾10.2 მილიარდს გადააჭარბა - სად, რა აქტივებშია დაბანდებული საპენსიო დანაზოგები?

საპენსიო ფონდის ზომამ ₾10.2 მილიარდს გადააჭარბა, ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა. რიცხვები აჩვენებს, რომ ბოლო ერთ თვეში ფონდის ზომა 150 მილიონ ლარზე მეტად გაიზარდა, რაც უმეტესწილად ფონდის მონაწილეთა ყოველთვიურ შენატანებს შეადგენდა. ამჟამად დანაზოგი სულ 1,594,717 მოქალაქეს აქვს. დანაზოგების უდიდესი ნაწილი - 10.1 მილიარდი კი, კვლავ კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელშია ჩადებული, რაც მონაწილეთა 99.3%-ის დანაზოგს წარმოადგენს. მონაცემები აჩვენებს, რომ 10 თვეში ყველაზე მაღალი 12.86%-ის ამონაგები დინამიკურმა პორტფელმა მიიღო; დაბალანსებული პორტფელის ამონაგები 12.21% იყო; ხოლო კონსერვატიული პორტფელის ამონაგები 10.2%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ყველაზე მაღალი ამონაგები მიიღეს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც საპენსიო ფონდის პორტფელი დაბალანსებულიდან დინამიკურ პორტფელში გადაიტანეს. რა გავლენა ჰქონდა წლიური მაჩვენებლის ზრდაზე საერთაშორისო ბირჟებზე არსებულ ვითარებას და დოლარის მიმართ ლარის გამყარებას, სად, რა აქტივებშია განთავსებული საპენსიო დანაზოგები და როგორია პორტფელის ამონაგები?

სტუმარი: ანა ნაჭყებია - საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები