მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდის ზომამ ₾5.2 მილიარდს გადააჭარბა, მოგება ₾1.2 მილიარდია - გოგა მელიქიძე

გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის გოგა მელიქიძის ინფორმაციით, ივნისში, საპენსიო ფონდის ზომამ 5.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ საინვესტიციო პორტფელის ივნისის თვის ანგარიში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

მისივე თქმით, ივნისის თვის მდგომარეობით, საინვესტიციო ამონაგები 1.2 მილიარდი ლარია.

„წერტილთან“ ინტერვიუში საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა საინვესტიციო პორტფელებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დინამიკურ (მაღალრისკიან) პორტფელში ინვესტირებულ დანაზოგებში ამონაგები ყველაზე მაღალია.

„დინამიკური (მაღალრისკიანი) პორტფელი ყველაზე კარგ მოგებას აჩვენებს, დაახლოებით, 15-16%-ს ასცდა, დაბალანსებული პორტფელში ამონაგები 13%-ია, ხოლო კონსერვატიულ (დაბალრისკიანი) პორტფელში, სადაც ყველაზე კონსერვატიული აქტივის კლასები გვაქვს, 11-12%-ია ამონაგები“, - აღნიშნა გოგა მელიქიძემ.

მისივე განცხადებით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებები, რაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი გაფართოებას გულისხმობს, საინვესტიციო გუნდს დაეხმარება, რომ გრძელვადიან პერიოდში, მოქალაქეების საპენსიო დანაზოგმა მეტი მოგება დაწერონ.

31 მაისის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 519 ათასი ადამიანია. ამასთან, 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 10,356-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 35.3 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები