მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდში დაჯარიმებული დამსაქმებლების საჩივრების განხილვა იწყება

საპენსიო ფონდი

სტრუქტურული ერთეული საპენსიო ფონდში რომელმაც დაჯარიმებული დამსაქმებლების საჩივრები უნდა მიიღოს და განიხილოს - განაცხადების მიღება დაწყებულია. საუბარია ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებზე. სიახლე საგადასახადო და აუდიტორულ კომპანიებს უკვე გააცნეს. ისინი განმარტავენ, რომ საპენსიო შენატანების ადმინისტრირებისას არსებული სისტემური ხარვეზი ბიზნესისთვის მძიმე ფინანსურ ტვირთად იქცა. დაგვიანებული შენატანის ან დეკლარაციის დაზუსტებისას წარმოქმნილი ხარვეზი გადასახადის გადამხდელებს 500-ლარიან ჯარიმებს უგენერირებს, რაც ხშირ შემთხვევაში ათეულობით ათას ლარამდე გროვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები