მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს"

5cf0ed89562a8
ელენე გოგბერაშვილი
31.05.19 13:00
788



“საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს“-ასე პასუხობს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე დეპუტატ ოთარ კახიძის კითხვას, რომელიც საპენსიო სააგენტოს საქმიანობას და საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტების საკითხს ეხებოდა.

პრემიერმა ოპონენტებს მიმართა წინა ხელისუფლებიდან და განაცხადა, საპენსიო რეფორმა 15 წლის წინ რომ დაწყებულიყო, დღეს პენსია არსებულზე ორჯერ მეტი იქნებოდა.

„ჩვენ გვსურს შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალქეებისთვის და მსოფლიოში არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება და ეკონომიკური კანონზომიერება.

ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონებია და ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომ მოქლაქეები უზრუნველვყოთ ღირსეული პენსიით.

15 წლის წინ ამ კითხვების ავტორებს, რომ ჰქონოდათ მსგავსი ხედვა ან გამბედაობა, რომ დაეწყოთ ეს რეფორმა, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი და არ იქნებოდა ისეთი მწვავე საკითხები, რომელიც გვაქვს დღეს.

ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის ინფლაციის გათვალისწინებით 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს შევა ამ სისტემაში და როდესაც გავა ის საპენსიო ასაკზე, მხოლოდ ამ კომპონენტიდან, მე არ ვგულისმობ საბაზისო პენსიას, მიიღებს ამ მსყიდველობითუნარიანობით 2300 ლარს. დიახ ეს არის ღირსეული პენსია და ასე გვესმის ჩვენ ეს საკითხი.

ჩვენ არ ვართ ნებაყოფლობითი სისტემის მოწინააღმდეგე. ნებაყოფლობოთი სისტემა ვერ იქნება სავალდებულოს ალტერნატივა. უფრო მეტიც ის კანონი, რომელიც შემოტანილია და პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ის ითვალისწინებს ნებაყოფობით სისტემასაც, ე.წ მესამე სვეტს.

საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა ყველა წარმატებულმა ქვეყანამ: ავსტარლიამ, ავსტრიამ, გერმანიამ, ბელგიამ, ჰოლანდიამ, დანიამ, ფინეთმა, კანადამ, საფრანგეთმა, იაპონიამ, ყველა წარმატებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანამ. ეს არის ერთადერთი ალტერნატივა“-განაცადა პრემიერ მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები