მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპენსიო რეფორმა ადამიანებს უბიძგებს ბიზნესი შავად აწარმოონ"

5c514f60de97b
მარიამ ადამია
30.01.19 15:00
1073

„საპენსიო რეფორმა არასწორ შედეგებამდე მიგვიყვანს, არაკონკურენტულ გარემოს გაზრდის და თუკი საქართველო აქამდე ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ხელსაყრელ ქვეყნად ითვლებოდა, საპენსიო რეფორმის ამოქმედების შედეგად ამ სტატუსს დაკარგავს" - ასე შეაფასა "ჯორჯიან ჰოსფითალითი გრუპის" დირექტორმა საბა კიკნაძემ საპენსიო რეფორმა გადაცემა "საქმიან დილაში".
 
„კარგი იდეაა, საპენსიო ფონდის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს ამ ქვეყანაში რომელიმე ასეთი პროექტის გამართლებული ადმინისტრირებული და სწორად გაკეთებული მენეჯმენტი, ამიტომ გამოდის რომ ნდობაზე უნდა ავეწყოთ.

დღეს ყოველ კომპანიას 20%-25%-ით მაინც გაუძვირდება თავად ადმინისტრირება ანუ ბუღალტერიამ უნდა იზრუნოს არამარტო იმაზე, რომ ცალკე ანგარიშგება აკეთოს ამ მიმართულებით, არამედ მისი მუდმივი და თუნდაც ერთი დღით დაქირავებული ადამიანების აღრიცხვაც უნდა გააკეთოს, იანგარიშოს მათი 2%, ჩვენი 2% და ეს ყველაფერი გადარიცხოს ახალ ანგარიშზე“ - აღნიშნავს საბა კიკნაძე.

მისი თქმით, ტურიზმი, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, სამ ნაწილად იყოფა, ერთი ნაწილი არის სუფთა გადამხდელები, ანუ ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე პატიოსნად იხდიან გადასახადებს და ემორჩილებიან კანონს. მეორე ნაწილია - ნაცრისფერი კომპანიები, რომლებიც ზოგჯერ იხდიან, თუმცა როცა საჭიროა, კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. მესამე ნაწილი კი - შავია, რომლებიც საერთოდ არ იხდიან გადასახადებს. კიკნაძე ამბობს, რომ ადმინისტრირების გართულება ადამიანებს გაუჩენს სურვილს, აარიდონ თავი ზედმეტ ადმინისტრირებას, გადასახადებს და ბიზნესის დიდი ნაწილი შავ ზონაში გადაინაცვლებს.

კიკნაძის განცხადებით, ასეთი მოდელი, რა თქმა უნდა, არსებობს მსოფლიოს ქვეყნებში, თუმცა ეს ქვეყნები არიან გამორჩეული თავიანთი მდიდარი, ორგანიზებული და კულტურული წარსულით, საქართველოში კი, ეს მოდელი ვერ გაამართლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები