მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპენსიო რეფორმა ერთობლივი რისკის პროექტია"

5aa68eea55e96
მეგი კავთუაშვილი
12.03.18 18:27
974
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე საპენსიო რეფორმის განხორციელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ემხრობა, თუ რეფორმაზე მთავრობის და საზოგადოების კონსენსუსი შედგება. როგორც რომან კაკულიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა საპენსიო სისტემა ერთობლივი რისკის პროექტია.

„ზოგადად პროგნოზირებადობა ჩვენი ბიზნეს გარემოსი დღეისათვის უფრო მეტ დაკვირვებას საჭიროებს იმისათვის რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. ეს არ არის ცალსახად წარმატებისთვის განწირული პროექტი, ამას სჭირდება კარგი სცენარი და ეკონომიკის განვითარება და საზოგადოების ძალიან დიდი კონსენსუსი რომ ჩვენ ერთობლივად ავიღოთ ეს რისკი. უფრო დასახვეწია ის დეტალები, რომლითაც საზოგადოება დარწმუნდება ამ რისკის აღების აუცილებლობაში.“- განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, დასახვეწია ის დეტალები, რომლითაც საზოგადოება დარწმუნდება ამ რისკის აღების აუცილებლობაში. ამისთვის კი პირველ რიგში ფონდის სანდოობის ინდიკატორი უნდა განისაზღვროს.

„მარტივი გათვლებითაც რამოდენიმე რისკს ვხედავთ. ერთი არის საინვესტიციო პოლიტიკა, ასევე მნიშვნელოვანია, როგორ შეფასდება ის საინვესტიციო წინადადებები, რომლებსაც ფონდი შემდეგ აირჩევს, საკმაოდ სოლიდური თანხა დაგროვდება და მისმა არასწორმა თამაშმა ბაზარზე, შესაძლოა, დააზიანოს მთლიანად ბაზარი, ამიტომ ეროვნული ბანკი უნდა იყოს ის ორგანო რომელმაც უნდა შეაფასოს საინვესტიციო წინადადებები. სანდოობის ინდიკატორი შეიძლება იყოს სარგებლის სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა, როგორც, მაგალითად, ეროვნული ბანკი განსაზღვრვს ინფლაციის „თარგეთირებას“. ეს ინდიკატორი უნდა გამოდიოდეს ორი მოცემულობიდან, ეს არის ინფლაციის დონე და ფულის ღირებულება კონკრეტულ მოცემულ მომენტში. გონივრული დრო, რომლის შემდეგაც ამით უნდა გავზომოთ ფონდის წარმატება, შეიძლება ამაზე შევთანხმდეთ. თუ ამაზე არ შევთანხმდით მაშინ შეკითხვები თავისთავად მეტია ვიდრე ამ პროექტის გარდაუვალობა.“ - აცხადებს რომან კაკულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები