მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპენსიო რეფორმა გაუაზრებელი და მოუმზადებელია"

5c5ddfed7cb4a
თელარა გელანტია
09.02.19 11:00
1361
პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაგროვებითი საპენსიო სისტემა შემოიღო იმისთვის, რომ „ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან მეტი ფული ამოიღოს“. ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა bm.ge-ის დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეფასებისას განუცხადა.

კერძოდ, როგორც ცნობილია, რეფორმის იმპლემენტაცია და საპენსიო ფონდში დანაზოგების დარიცხვა 1 იანვრიდან დაიწყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საპენსიო ფონდის 5-წევრიანი საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული არაა, დანაზოგების ინვესტირება ვერ ხორციელდება და თანხას სარგებელი არ ერიცხება.

„დაგროვებითი პენსიის სისტემა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო, არის თავისთავად შინაარსობრივად გაუაზრებელი და საზიანო ახლაც და გრძელვადიან პერსპექტივაშიც; გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, ყოველდღიურ საქმიანობაში როგორ ოპერირებს საპენსიო სააგენტო ისე, რომ მას ჯერ საინვესტიციო საბჭოც არ ჰყავს;

ეს ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ რეფორმა იმდენად მომზადებულიც არ იყო, რომ ჩვენი აზრით, ისედაც არასწორად დაგროვილ და ხალხის ჯიბიდან ამოღებულ ფულს დახვედროდა მოქმედი სტრუქტურა, რომელიც უკვე ამ ფულს განათავსებდა იქ, სადაც კანონის მიხედვით უნდა განთავსდეს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რეფორმა გაუაზრებელი და მოუმზადებელია და „ქართულმა ოცნებამ“ ეს გააკეთა მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი ფული ამოიღოს ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან და ქვეყნის ეკონომიკიდან“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები