პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, „საპენსიო რეფორმა ნამდვილად არის მომავლის რეფორმაა“.
ამის შესახებ ზოიძემ საპენსიო სააგენტოს მენეჯმენტთან ერთად სტუდენტებთან შეხვედრსას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ერთვებიან საპენსიო რეფორმის განხილვაში, იმ რეფორმის გაცნობაში, რომელიც თქვენს მომავალს აუცილებლად შეეხება. თქვენ ხართ რეფორმის უშუალო ბენეფიციარები, შესაბამისად, ამომწურავი ინფორმაცია უნდა გქონდეთ როგორც იმ სარგებელზე, რაც ამ რეფორმამ შეიძლება მოუტანოს ქვეყანას და თითოეულ თქვენთაგანს, ასევე იმ რისკებთან დაკავშირებით, რომლებზეც საზოგადოებაში საკმაოდ ფართო დისკუსია მიდის.
საპენსიო რეფორმა ნამდვილად არის მომავლის რეფორმა, რომელსაც სჭირდება რწმენა ამ ქვეყნის მომავალში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მსჯელობა უსაგნო გახდება, იმიტომ რომ თუ არ გვჯერა, რომ სახელმწიფო განვითარდება და საქართველო იქნება ეკონომიკურად ძლიერი თქვენი თაობის დროს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რთული იქნება სრული სურათი წარმოვიდგინოთ იმ სარგებლის, რაც შეიძლება რეფორმამ მოიტანოს", - განაცხადა ზოიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.

























