მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპენსიო რეფორმა სასიკეთო და სავალდებულოა, ეს ისეთივე აუცილებლობაა როგორიც პრივატიზება"

578f755e5806e
BM.GE
20.07.16 16:56
1945
"საპენსიო რეფორმა არის სასიკეთო აუცილებლობა, ეს ისეთივე აუცილებლობაა, როგორც დაახლოებით საბაზრო ეკონომიკის პირობების ქვეყნისთვის, პრივატიზება“ , - განაცხადა "თი ბი სი“ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“. პაატა ღაძაძე მიიჩნევს, რომ საპენსიო რეფორმის ფარგლებში კაპიტალის ბაზრის განვითარება ერთ-ერთი სტიმულია, თუმცა არა გადამწყვეტი.

"ძალიან ბევრი მონაცემი აჩვენებს, რომ იზრდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, დასაქმებულების რაოდენობა პროპორციულად შემცირებულია საპენსიო ასაკის ხალხთან მიმართებაში, - თუ დიდხანს გაგრძელდა ამას ბიუჯეტი უბრალოდ ვერ გაუძლებს.

პენსია არის იმ კატეგორია ხალხისთვის, რომლებმაც მუშაობის პერიოდში გამოიმუშავეს ღირსეული სიბერისთვის ის დანაზოგი, რომელსაც უნდა დაერქვას პენსია. ამას აკეთებს სახელმწიფო კარგკვეული შერავათების ფარგლებში ან თავად იღებს ამის ტვირთს. სახელმწიფოს ამ ტვირთის თავის თავზე აღება არ ძალუძს. ეკონომიკის 4-5 პროცენტიანი ზრდაც რომ იყოს უბრალოდ ვერ ეყოფა“, - განაცხადა ღაღაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები